ვანო მერაბიშვილზე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო
ვანო მერაბიშვილზე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო. მერაბიშვილს ფიზიკურად გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ინციდენტი ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. ინფორმაციას თავად უცნობის სიძე ადასტურებს, კონკრეტულ დეტალებზე კი არ საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გაიქცა. ვანო მერაბიშვილი მომხდარზე ამ დრომდე დუმს. ის არც ქრონიკის სატელეფონო ზარებს პასუხობს.
