გაყოფილი "ნაცმოძრაობის" აქცია
სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციები გრძელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც პოლიტიკური დაპირისპირება პიკს აღწევს, რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქცია გაიმართა. კანცელარიასთან პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის გუნდი შეიკრიბა. თუმცა ყველაზე საინტეესო ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას გამოჩენა იყო, რომელმაც ხაბეიშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მის დაგეგმილ აქციას ემიჯნება. ანზორ მელიას ხაბეიშვილმა უპასუხა.
