მილოცვები პატრიარქს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მილოცვებს იღებს საზღვარგარეთიდანაც. ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს მსოფლიო პატრიარქი. მისალოც წერილში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ვრცლად საუბრობს საქართველოს პატრიარქის ღვაწლზე. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისალოცი წერილი მიიღო იერუსალიმის პატრიარქისგანაც . თეოფილე მესამე საქართველოს პატრიარქს ჯანმრთელობას უსურვებს. პატრიარქს იუბილეს და აღსაყდრების 45 წლისთავს ულოცავს რომის პაპი.
