კათოლიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა
მისი უწმინდესობა 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1977 წლის 23 დეკემბერს, ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან, 45-ე წლისთავი აღინიშნა.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
