საახალწლო ღონისძიებები
საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აბაშაში ქალქის ცენტრალურ ნაძვის ხესთან მოეწყო საშობა ბაზრობა და საბავშო გასართობი სივრცეები . საახალწლო ღონისძიები იმართება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც, სადაც ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება. საახალწლო ზეიმი იმართება ჭიათურაშიც- ადგილზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
