ოფიციალური პეკინი რამდენიმე ქვეყანას ჩინეთის მოქალაქეების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
ოგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ცალკეული ქვეყნების მხრიდან ჩინელ ტურისტებზე კოვიდტესტირების შემოღება დისკრიმინაციაა და ამას სხვა ქვეყნები პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებენ. ჩინეთიდან ჩასულ ტურისტებზე კოვიდტესტირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და დიდ ბრიტანეთში დაწესდა. ცოტა ხნის წინ კი ამ სიას იაპონიაც შეუერთდა.
