ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში გალაკონცერტი გაიმართება
ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება. გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა მიიღო. საღამო 20:30 წუთზე დაიწყება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
