უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ავიაციის აქტივობა შეინიშნება. ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე საჰაერო იერიშები გააქტიურა. ოფიციალური კიევი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი ახალი მასირებული სარაკეტო და სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. პარალელურად, უკრაინის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ნაწილების დისლოცირების ადგილებს ბომბავს.
