უკრაინაში რუსული აგრესიის მთავარ სამიზნედ ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა რჩება
საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეზე მიტანულ სარაკეტო იერიშს, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს, ხანძარი გაუჩნდა. რეგიონის მმართველობა მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. განგაშის სიგნალი ღამის განმავლობაში დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, პოლტავისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებშიც ისმოდა. ვრცელდება ცნობები ხერსონის ოლქში აფეთქებების შესახებ.
