საზეიმო გალაკონცერტი
ილია II -ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლები. კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე. დღევადენლი საღამო პრემიერის ინიციატვით იმართება. გალა - კონცერტი 20:30 წუთზე დაიწყება და პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
