ევროპარლამენტის მასშტაბური კორუფციული სკანდალი
ევროპარლამენტის მასშტაბური კორუფციული სკანდალი და ევროდეპუტატების სავარაუდო კავშირი კატარის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ლობირებასთან - გამოძიება გრძელდება. ბელგიის სასამართლომ კიდევ ორი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა. რობერტა მეცოლამ ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის აღსრულების განკარგულება უკვე გასცა. გავრცელებული ცნობით, საქმე ეხება იტალიელ ანდრეა კოზოლინოს და ბელგიელ მარკ ტაბარელას.