იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის წევრების ნაწილს თავდაცვის ხარჯების გაზრდა სურს
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის წევრების ნაწილს თავდაცვის ხარჯების გაზრდა სურს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა , გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსის წევრების ნაწილს სურს რომ, თავდაცვის ხარჯებისთვის განსაზღვრული ცალკეული წევრების მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი მინიმალური მოთხოვნა გახდეს. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს. იენს სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს თავდაცვის ხარჯების გაზრდას. თუმცა გერმანული მედიის ცნობით, ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ლიეტუვა და დიდი ბრიტანეთი.
