რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის, სუმისა და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის, სუმისა და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს. ოკუპანტები, ახალი წლის შემდეგ უკრაინის რამდენიმე ოლქს განუწყვეტლივ ბომბავენ. მძიმე ბრძოლები ბახმუტში მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტი, მოსახლეობას მორიგი მასირებული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვი კამიკაძე დრონებით იერიშებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე გეგმავს.
