ოთარ შამუგიამ უწყების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ახალი წლის ღამეს ასრულებენ, შობა-ახალი წელი მიულოცა. ოთარ შამუგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს და გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზების და ტელეკომუნიკაციის სამმართველოს თანამშრომლებს, სამუშაო გარემოში ესტუმრა.
