მკვლელობა სოფელ ეცერში
მკვლელობა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში. გამოძიების ინფორმაციით, გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. მიზეზი მეზობლებს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირებაა. მეზობლებს შორის ქუჩაში დაწყებული ჩხუბი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 28 წლის გიორგი პაკელიანი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო და მისი მეზობელი, 30 წლის გურამ აფრასიძე. დაჭრილია გიორგი პაკელიანის ძმაც. სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ.
