სპორტი 2022
2022 წელი ყველაზე მეტად ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გამორჩეულია. ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთის სიყვარული გაგვიახლა. მართალია, ტიტულების გარეშე, მაგრამ, ახლა უკვე ნაპოლის გამორჩეული თავდამსხმელი, უდაუოდ ქართული სპორტის წლის მოვლენაა.წელსაც პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია. ლაშა ტალახაძე პირველობას არ თმობს და ამით ქართველ გულშემატკივარს სულ უფრო ახარებს.და რა თქმა უნდა რაგბი, რომელიც მართლაც ჩვენი თამაშია. წლის ბოლოს თითოეულ მათგანს მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის იმ ემოციებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უხვად გვისახსოვრეს. ამ სასიხარულო წუთებს ლევან კვატაშიძე მიმოიხილავს წლის სპორტულ შეჯამებაში.
