„იმედის“ 20 წელი
ახალი წელი უმტავრესად იმედთან ასოცირდება. პოზიტიურია ამ სიტყვის და იმ "იმედის" მნიშვნელობაც, რომელიც ჩვენ სამივეს და კიდევ უამრავ ადამიანს აერთიანებს. მათ, ვინც მთელი წელი იშრომეს კიდევ ერთი წარმატებული სეზონის შესაქმნელად.2023 ჩვენი "იმედისთვის" საიუბილეოა. 2 ათეული წელი და ბევრი განსაცდელი, მაგრამ უცვლელი ღირებულებები. ამ არხს არც წელს დაჰკლებია თავდასხმა და შეურაცხყოფა, ტრადიციული თუ ახალი ავტორებისაგან, მაგრამ მთავარი, რაც მას ყოველთვის და ახლაც აცოცხლებდა, ნდობაა. თავის ქება რომ არ გამოვიდეს, მხლლოდ ფაქტები აღვნიშნოთ. "იმედი" ისევ ყველა გამოკითხვის ლიდერია. დიახ, ეს არხი ინარჩუნებს წამყვან პოზიციას. დიახ, მას კვლავ უყურებს მისახლეობის უმრავლესობა და არამხოლოდ უყურებს, ენდობა კიდეც! მადლობა თითოეულს ამისთვის და არ დაგავიწყდეთ: აქ იმედია! და ჩვენ არ ვჩერდებით.
