„იმედი“ ომში
ადამიანებს საუკუნეები დასჭირდათ იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი ომები წარსულისთვის ჩაებარებინათ და სხვისი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის პატივისცემა გაეთავისებინათ. ამის გასააზრებლად დიდი დრო დაიხარჯა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოება მაინც მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული სამყაროში არაფერია. ამიტომაც რთულად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნეში ერთი სახელმწიფოს ლიდერი ყველა ამ პრინციპს ერთი ხელის მოსმით დაარღვევდა და გაუგონარ ომს წამოიწყებდა.2022 წლის 23 თებერვალს სხვა რეალობაში გავიღვიძეთ და ეს კოშმარული რეალობა უკვე 11 თვეა გრძელდება. პუტინის აგრესიამ უკრაინაში არაერთი ადამიანისა და მათ შორის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, შეცვალა მსოფლიოს ყოველდღიურობა და უსაფრთხოების წესრიგი. უკვე თითქმის წელია უკრაინის ომის ქრონიკები ჩვენი გამოშვებების მთავარი ქრონიკაა. ფრონტის შუაგულშიც და საომარი მოქმედებებიდან ათასობით კილომეტრის მანძილზეც, ლტოლვილთა ბანაკებშიც თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიც ჩვენ ყველანი მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლდარულები და მხარდაჭერები ვართ. 2022 წელს ვემშვიდოებებით მხოლოდ იმ იმედით, რომ 2023-ში წლის მთავარი მოვლენის სათაური ასეთი იქნება: ომი დასრულდა და უკრაინა გამარჯვებულია.
