საახალწლო სამზადისი
მსოფლიო ახალი 2023 წლის მოლოდინშია. პირველები ახალ წელს, ფიჯისა და აღდგომის კუნძულები შეეგებებიან. შემდეგ ახალ წელს, მწვანე კონტინენტზე იზეიმებენ. ავსტრალიაში ადგილობრივები და მილიონობით სტუმარი დღესასწაულს ტრადიციულად სანაპიროზე მსოფლიოში ერთერთ ყველაზე გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე შეეგენებიან. სანახაობა სიდნეის ოპერის წინ ჰარბორ ბრიჯზე მოეწყობა. ახალი წლის აღსანიშნავად ავსტრალიას უამრავი ტურისტი უკვე ესტუმრა. ისინი ზამთრის დღესასწაულს თეთრ ქვიშაზე, მცხუნვარე მზის ქვეშ სანაპიროზე უკვე ელოდებიან.