„ქრონიკის“ სპეციალური ეთერი და მოკრძალებული საჩუქარი მაყურებლებს
დღეს პირველად, ქრონიკის ეთერში გასვლიდან 20 წლის თავზე, ზუსტად 8 საათზე, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, მთავარი კონცერტ მაისტერის ლელა მჭედლიძეს ხელმძღვანელობით შეასრულებს ქრონიკის მუსიკას, რომელიც ორი ათეული წლის წინ სპეციალურად იმედის საინფორმაციო გამოშვებისთვის დაიწერა. ეს იქნება ქრონიკის მაყურებლისთვის ჩვენი მოკრძალებული საჩუქარი. ამის მოსმენა და ხილვა, ნამდვილად ღირს.
