სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პრდუქტის ზრდამ, 9,3% შეადგინა, მიმდინარე წლის 11 თვის საშუალო მაჩვენებელი კი, 10 %-ით განისაზღვრა. მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, რესტორნები და სასტუმროები -ეს ის დარგებია, რომელთაც მიმდინარე წლის ნოემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
