შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს
პრეზიდენტის ბოლო, საკმაოდ ბუნდოვანი განცხადების შემდეგ, სულ უფრო აქტუალურია კითხვა, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს ? მმართველ გუნდში იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტის ორაზროვანი განცხადება განცხადებად დარჩება და სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პრინციპებს არ უღალატებს. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს და სასჯელი საპატიმროში მოიხადოს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი
