"ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტებს რომლებსაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მოძრაობის წევრები პასუხობენ
„ ხალხის ძალის „ მიერ მომზადებულ კანონპროექტებს , რომლებსაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მოძრაობის წევრები პასუხობენ. დეპუტატები ამბობენ , რომ თუ ამერიკასა და ევროპაში ანალოგიური კანონი კარგია და დემოკრატიული, რატომ იქნება იგივე კანონი საქართველოში ცუდი და ანტიდემოკრატიული? ამ თემაზე საუბრისას მოძრაობის წევრები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ამახვილებენ ყურადღებას . ოპოზიციის ნაწილი , რომელიც ცვლილებებს არ იცნობს კვლავ ამტკიცებს , რომ ხალხის ძალას რუსული კანონმდებლობის გადმოტანა სურს საქართველოში. ქართულ ოცნებაში კი პროექტების წარდგენას ელოდებიან და საკანონმდებლო ინიციატივებს უმრავლესობის სხდომაზე განხილავენ. როგორც ცნობილია, „ ხალხის ძალა’’ ორ კანონპროექტს ამზადებს, რომლებიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მედიაში სიცრუის გავრცელების საკითხებს.
