შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს
შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს ? - ეს კითხვა პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საპარლამენტო პარტიებში აზრი ორად იყოფა - სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს და სასჯელი საპატიმროში მოიხადოს. უმრავლესობაში ასევე განმარტავენ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის რადიკალურად შეცვლილ პოზიციას. პრეზიდენტის გზავნილების არ უკვირთ ოპოზიციაში და მიაჩნიათ, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ექსპრეზიდენტი მოქმედმა პრეზიდენტმა შეიწყალოს.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
