3 იანვრიდან დეპუტატები მიხეილ სააკაშვილთან ვეღარ შევლენ
პარლამენტის თავმჯდომარე ნებართვების გაცემას მომავალი წლიდან აჩერებს . ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის წერილი , რომელიც შალვა პაპუაშვილის სახელზე გაიგზავნა. ბრეგაძემ პაპაუაშვილს უსაფრთხოების ღონისძიების გამკაცრების შესახებ წერილობით აცნობა და გარემოების გათვალისწინება სთხოვა. შეგახსნებთ, ამ დრომდე შალვა პაპუაშვილის მიერ ჯამში 228 ნებართვა იყო გაცემული
