დღეს თიანეთში საახალწლო ღონისძიება გაიმართება
დღეს თიანეთში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ამ წუთებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, 14:00 საათზე კი საახალწლო პროგრამა დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ჩატარდება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტიც. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. დღესვე წინასსახალწლო ღონისძიებები მარნეულში, დედოფლისწყაროში, , ხულოში, ვანსა და სამტრედიაში გაიმართება
