თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვა დღეს განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვა დღეს განახლდება . პროცესზე კვლავ დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ. რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ შეფასებებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა კანონის წინაშე შესაბამისი პასუხი უნდა აგოს და სასჯელი მოიხადოს.
