„ახალი წლის დღეები 2023“
საგარეჯო, ამბროლაური, ქარელი და ხობი - რეგიონებში საახალწლო დღეები გრძელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სადღესასწაულო განწყობაზე სხვადასხვა ღონისძიებით ზრუნავენ. საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები - ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული.
