სპეციალური საგამოძებო სამსახურის ანგარიში
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა 9 თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მთავარი აქცენტები სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების შედეგებზე, ღია და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფის და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაკეთდა. სამსახურმა 9 თვეში, 2 ათას 250-ზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება დაიწყო 378 სისხლის სამართლის საქმეზე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გახსნა და პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 55 მოქალაქის მიმართ, მათ შორის 23 სამართალდამცავია.
