შეთანხმებული მოქმედება მართლმსაჯულების აღსრულების წინააღმდეგ
მურმან დუმბაძის ამორალური განცხადება სანდრო გირგვლიანზე რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკოსები სანდრო გირგვლიანისა და მისი ოჯახის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამართლებას, უტიფარი განცხადებებით ცდილობენ. როგორც ჩანს ამ ადამიანებს არ ახსოვთ, როგორ ცდილობდა სააკაშვილის რეჟიმი ამ სასტიკი დანაშაულის დაფარვას და რომ არა ტელეკომპანია იმედი, შესაძლოა, ეს მოეხერხებინათ კიდეც. რადიკალებს სტრსბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაავიწყდათ ან უნდათ რომ დაავიწდეთ, თუმცა ამის საშუალება მათ პარლამენტის თავმჯდოამრემ არ მისცა.
