შალვა პაპუაშვილის გამაოხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მურმან დუმბაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილის განცხადებებს გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასების ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შეთანხმებული ქმედებებით, რათა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ქართული საზოგადოება ისევ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების და უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს.
