„ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივები
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს ისიც, რომ - „ხალხის ძალა“ ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ კანონი ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას.
