თბილისის მერის ანგარიში
პოლიტიკური პერფორმანსი თბილისის საკრებულოში არ შედგა, რადიკალების გეგმა ჩაიშალა. დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, დეპუტატების კითხვებსაც და პოლიტიკურ სპეკულაციებსაც ერთდროულად ამომწურავი პასუხები გასცა. სხდომა ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, შემდეგ კი კახა კალაძემ ურაინელ ხალხს მხადრაჭერა გამოუცხადა. მერმა ქალაქისთვის მნიშვნელოვან, განხირციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა ოპოზიციას სხვა რამ, პოლიტიკური სანახაობა უფრო აინტერესებდა, ვიდრე საქმიანი საუბარი.
