ვინ არის რუსი ბლოგერი მარკ ფეიგინი
ვინ არის რუსი ბლოგერი მარკ ფეიგინი, რომელიც ოთხ იანვარს მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს საელჩოებთან აქციებს აანონსებს? რუსი უფლებადამცველი მსჯავრდებულისთვის იმას ითხოვს, რასაც თავად საქართველოს მოსახლეობაში არც დასაყრდენი აქ და არც მხარდაჭერა. ფეიგინს თავად რუსეთში სკანდალური რეპუტაცია აქვს. ის უფლებადამცველია, რომელიც, როგორც მისივე კოლეგები ამბობენ, მხოლოდ საკუთარ იმიჯზე ზრუნავს. რუსული ჯგუფის „ფუსი რაიოთსის“ და უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმეები ამის ნათელი დადასტურებაა. ახლა რუსი იურისტი სააკაშვილის დაცვითაც დაინტერესდა. ფეიგინის გზავნილები უკვე შეფასდა, როგორც პატიმრის ჟანმრთელობით სპეკულაცია და საქართველოს დაშანტაჟების მცდელობა.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
