თბილისის მერი საკრებულოში
საკრებულოში თბილისის მერის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გრძელდება. ვრცელი ანგარიშის შწემდეგ, კახა კალაძემ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად ვაკის პარკის ტრაგედიასა და სატრანსპორტო პოლიტიკას შეეხებოდა. მერი ამბობს, რომ თუკი ტრაგედიაში მისი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, ის მზად არის პასუხი აგოს და ყველა შეკითხვას უპასუხოს. ამ წუთებში დეპუტატები შემაჯამებელი სიტყვით გამოდიან.
