ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები კრედიტ სუსისთან მიმდინარე დავის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებენ
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები კრედიტ სუსისთან მიმდინარე დავის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებენ. ირკვევა, რომ ბანკის მენეჯმენტი, ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს, მეორე ტრასტის მართული თანხები კი ადვოკატების განმარტებით, უპრობლემოდ გადმოირიცხა ევროპარლამენტში მიღებული უფრო ძლიერი რეზოლუციიდან მეორე დღესვე. ამის შესახებ საუბარია ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ადვოკატები ამბობენ, რომ ადგილი გვაქვს, პოლიტიკურ შანტაჟთან.
