სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ორ თვეში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 ადამიანი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ორ თვეში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 ადამიანი ამხილა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და ვიდეოჩანაწერები. ასევე მხილებულია 3 ადამიანი , რომლებიც სხვადასხვა დროს თბილისსა და სამეგრელოში, უკანონოდ იღებდნენ დაზარალებულებთან სქესობრივი აქტის ამსახველ ვიდეოებს და ინტიმური შინაარსის ფოტოებს, რომლებსაც მობილურ ტელეფონებში უკანონოდ ინახავდნენ. ასევე, მისი გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს ინტიმური ხასიათის ახალი ფოტოების გადაღებას და გადაგზავნას აიძულებდნენ. დანაშაული ითვალისიწნებს პატიმრობას 4-დან 7 წლამდე ვადით.
