„ელჩების კონფერენცია 2022“ სამუშაო ფორმატში გრძელდება
„ელჩების კონფერენცია 2022“ სამუშაო ფორმატში გრძელდება. საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებთან შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა გამართეს. ამბასადორიალის მონაწილეებმა მიმდინარე წლის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებთან ერთად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ
