პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად , 4 კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის. შეგახსენებთ, 22 დეკემბერს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის არცერთ კანდიდატს. პროცედურის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები კომიტეტის წინაშე წარსდგებიან და ამის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ კანდიდატურებს კენჭი ეყრება.
