რა ეტაპზეა ბიძინა ივანიშვილსა და კრედიტ სუისს შორის მიმდინარე დავა
რა ეტაპზეა ბიძინა ივანიშვილსა და კრედიტ სუისს შორის მიმდინარე დავა. ამ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები განცხადებას ავრცელებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზია შეიქმნა , რაც სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურება. ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები ყურადღებას ამახვილებენ ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციაზე და აცხადებენ, რომ სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ბანკი მათ კლიენტს თანხას არ ურიცახვდა და ვერც შესაბამის ნორმას უთითებდა. ამავე განცხადებაში ადვოკატები ახალ დეტალებს ასაჯაროებენ ირკვევა, რომ ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო , მეორე ტრასტის მართული თანხები კი ადვოკატების განმარტებით უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციიდან მეორე დღეს. აღნიშნული გარემოებები ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებს იმის თქმის საფუძველს აძლევს , რომ პროცესს პოლიტიკური შანტაჟი უწოდონ.