„ახალი წლის დღეები 2023“
28, 29 დეკემბერს და 7 იანვარს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ საკონცერტო პროგრამას „სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სცენაზე წარდგებიან ცნობილი მომღერლები ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, დავით ნოზაძე და გედევან ჯინჭარაძე, რომლებიც დიდი ქართველი კომპოზიტორების შედევრებს შეასრულებენ. ოსკესტრს მაესტრო, ვახტანგ კახიძე უხელმძღვანელებს.
