საცხოვრებელი ფართი კიდევ 150 ოჯახს დაუკანონდა
მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. კახა კალაძემ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა თბილისის რვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს გადასცა. ამ ეტაპზე 2500 მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში კი დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა, ეტაპობრივად მიმდინარეობს.
