სააკაშვილის საქმის ექსპერტს ამერიკული სასამართლო არ ენდო
450-დღიან სიმულაცია და საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტი ამერიკიდან. ვინ არის ერიკ-დევიდ გოლდსმიტი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხეს? ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც პატიმარ სააკაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულს პოსტ-ტრავმული აშლილობა და დემენცია აქვს. მისივე მტკიცებით, დემენცია შესაძლოა , მოწამვლასთან იყოს კავშირში. ამით ექსპერტი, რომელიც სააკაშვილის ოჯახმა დაიქირავა, აცხადებს, რომ პატიმარი ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გაუშვან. საინტერესოა, რომ გოლდსმიტი ისეთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს, როგორიც იარაღით ვაჭრობაში მსჯავრდებული ვიქტორ ბუტის თანამზრახველის, რიჩარდ ჩიჩაკლის საქმეა. ეგრეთ წოდებული ექსპერტი ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ბრალდებული შეურაცხადი იყო. მოსამართლე უილიამ პოლეიმ კი, გოლდსმიტის დასკვნას გულუბრყვილო უწოდა. ასე რომ ამერიკელი ექსპერტის რეპუტაცია, გარკვეულ კითხვებს ბადებს. მარიამ ქართველშვილის რეპორტაჟი.
