პატიმარი სააკაშვილი 1595-მა ადამიანმა მოინახულა
ქრონიკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2022 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან სხვადასხვა საკითხზე ვიზიტით 533 ჯერ იმყოფებოდნენ ადვოკატები, მათ შორის შვიდი უცხოელი. 346 ჯერ შევიდნენ სააკაშვილთან ექიმები, მათ შორის რვა უცხოელი; რაც შეეხებათ დეპუტატებს, მათი ვიზიტი პატიმარ საკაშვილთან 210 ჯერ შედგა, 57 ჯერ იმყოფებოდნენ სააკაშვილთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები, 337-ჯერ ოჯახის წევრები და 24 ჯერ სასულიერო პირები. რაც შეეხებათ გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს, ისინი 14-ჯერ იყვნენ შესული მიხეილ სააკაშვილთან. უკრაინის წარმომადგენლები, მათ შორის რადის დეპუტატები, კონსული და ომბუდსმენი 45-ჯერ; სხვადასხვა პირები კი მათ შორის სტილისტი 29-ჯერ. ცენტრი ,,ემპათია" 82 -ჯერ. ვიზიტორების რაოდენობამ მიხეილ სააკაშვილთან, ჯამში 1595 შეადგინა.
