ქვეყნის ეკონომიკური განვითარება
პრემიერის წლიური ანგარიშის საკმაოდ ვრცელი ნაწილი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ პროექტებს ეხებოდა. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით ვრცლად ისაუბრა დასაქმების პროგრამაზე. წლიურ ანგარიშში დიდი ადგილი დაეთმო ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობასაც. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა , რომ შავი ზღვის კაბელის პროექტი არის ელექტროენერგიის გარანტირებული რეალიზაციის საშუალება, რაც დამატებითი ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდება. ლევან მორჩიაშვილი მოგვიყვება უფრო მეტს პირდაპირ ეთერში.
