პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში
რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში და საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ამ საკითხებზე საუბრით დაიწყო მთავრობის მეთაურმა წლიური ანგარიშის წარდგენა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესსა და კანდიდატის სტატუსის მოლოდინზე. ხაზგასმით ითქვა, რომ ბოლო ათ წელიწადში, ქართული ოცნების პირობებში, ქვეყანამ მიიღო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. ახლა კი საქართველო კანდადატის სტატუსს ელოდება , ნინო არღვლიანმა მოისმინა პრემიერ მინისტრის წლიური ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი და დეტალებს ის მოგვიყვება
