"სუხიშვილების" საახალწლო კონცერტები
ევროპული ტურნედან ტრიუმფით დაბრუნებული ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ დღეიდან 29 დეკემბრამდე, თბილისის საკონცერტო დარბაზში საახალწლო კონცერტებით გიმასპინძლებთ. კონცერტის დაწყებამდე შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ გამოფენა რომელიც 2015 წლიდან გადაღებულ, ანსამბლის ფოტოებს აერთიანებს. შორენა კოპალეიშვილი ესწრება პირველ საახალწლო კონცერტს და ახლა პირდაპირ ეთერში გვერთვება.
