"ნაცმოძრაობის" პერფორმანსი საკრებულოში
სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციების პარალელურად, ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოში პოლიტიკური პერფორმანსებისთვის ემზადება. მანამდე კი რეგიონებში ბოიკოტები ვიხილეთ, რის გამოც ზოგიერთ ქალაქში კვორუმი ვერ შედგა. ამის გამო ზუგდიდის მერის 2022-ი წლის ანგარიში გადაიდო. სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანამდე პარტია ამ პრინციპით მოქმედებას აანონებს. ანალოგიური მოტხოვნით დაიწყო შიმშილობა პარლამენტში, თუმცა პროტესტის ეს ფორმა ბოლო დეპუტატმა, ანა წითლიძემ დღეს დაასრულა.
