დიპლომატების შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი იყო
დიპლომატების შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა რა თქმა უნდა ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი იყო, რისთვისაც ქვეყანა ამ დრომდე იბრძვის. ამის შესახებ ელჩებთან პრემიერმაც ისაუბრა. წელს პარლამენტში დამტკიცებულ კანონთა 30 პროცენტი სწორედ ევრორეკომენდაციების შესრულებას ემსახურება. დავალებათა ნაწილი 2023 წელსაც გადადის და მიზეზებს შორის უმთავრესი ოპოზიციის ბოიკოტია. რაც არც ახალი წლიდან შეიცვლება, რადიკალები ულტიმატუმის გადათქმას არ აპირებენ.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
