საახალწლო ღონისძიებები დღეს ხონში გრძელდება
საახალწლო ღონისძიებები დღეს ხონში გრძელდება. ცენტრალურ მოედანზე მოსახლეობა შეიკრიბა. მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავს საშობაო ბაზრობას, სადაც მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილია საბავშვო სივრცეები, ადგილზე მისულ პატარებს თოვლის ბაბუ საჩუქრებით გაუმასპინძლდება. პროგრამას დღის ბოლოს გალა კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს. ახალი წლის დღეების ღონისძიებები, პრემიერის ინიციატივით ტარდება და ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
